მესტიაში, სოფელ ნაკრაში, ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი კლდიდან თანასოფლელებმა ამოიტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.