რუსთავში ცხელების ცენტრი დაახლოებით თვენახევარია ფუნქციონირებს.
"ინფო რუსთავის" კითხვას თუ რამდენ პაციენტს ჩაუტარდა ამ პერიოდის განმავლობაში ახალ კორონავირუსზე ტესტი, ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ უპასუხა.
ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს შორის ტესტი სულ 250 ადამიანს აუღეს, მათ შორის 40-მდე მედპერსონალს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე დადებითი პასუხი მხოლოდ ორ პაციენტზე მოვიდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში კოვიდ19-ით ინფიცირების სულ 9 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 8 უკვე გამოჯანმრთელდა.