"ლილო-მოლი" საქმიანობას, სავარაუდოდ 25 მაისს განაახლებს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სერვისრუმის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩომახიძემ განუცხადა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, გიორგი ჩომახიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა პრინციპით გააგრძელებს საქმიანობას "ლილო მოლი", თუმცა მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კომპანიამ მომხმარებლების მიღება მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით 20 მარტს შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობას შეზღუდვების მოხსნაზე ექვსეტაპიანი გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.