რუსთავის ცხელების ცენტრში, მკურნალობას 7 პაციენტი გადის.
როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, 5 მათგანს ახალ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომლის პასუხიც ლაბორატორიიდან უარყოფითი მოვიდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პაციენტები სამედიცინე დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეებიდან შეიყვანეს.