რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაიხსნება. ამის შესახებ ინფო რუსთავის ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.
იმის მიუხედავად რომ ქალაქის ყველაზე დიდი დასასვენებლი სირცე რამდენიმე კვირაა დაკეტილია, რუსთავსერვის ცენტრი სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები პარკში ბალახს ბენზოცელის საშუალებით თიბავენ.
პირველ ეტაპზე ბალახისგან ფეხით სავალი ბილიკების მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდა.
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ასევე მოხდა არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი რუსთავის მერიის სამსახური რუსთავსერვის ცენტრია.