კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. ისინი თეთრიწყაროს "კლასტერს" წარმოადგენენ.
აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მონაცემებს თუ შევაჯერებთ დღეისთვის 311 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. სამი ახალი შემთხვევა არის თეთრი წყაროს კლასტერი და სამივე არის საკარნტინო სივრციდან. ჩვენს ცენტრში გუშინ დილას შემოვიდა 2 პაციენტი, ესენი არა ამ სამიდან, არამედ წინა 9 შემთხვევიდან არიან. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი, აქედან გამომდინარე 87 გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომელმაც დატოვა ჩვენი კლინიკა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ