შეზღუდვები რომელიც ძალაში რჩება

2020-05-11 11:07:12

რა შეზღუდვები რჩება ძალაში

ამოქმედებული შეზღუდვებიდან ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი და ავტომობილით გადაადგილების წესები. მოქალაქეს, რომელიც გარეთ გავა 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, 3 000 ლარიანი ჯარიმა გამოეწერება. ისევ აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ჯერჯერობით ისევ დახურულია სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. ასევე, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები და რესტორნები, მათ შორის, ღია ტიპის. მტავრობის გადაწყვეტილებით 22 მაისამდე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობაც.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისის დილის 06:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. კერძოდ:

გაიხსნა ჩაკეტილი თბილისი. მოქალაქეებს უკვე შეუზღუდავად შეუძლიათ დედაქალაქში შესვლა და გასვლა;
ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა ყველა სახის წარმოება და ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. შეზღუდვები კვლავ ეხება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებს;

აღდგა სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;

ისევ მუშაობს ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;

უკვე შესაძლებელია კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;

დაშვებულია სამშენებლო მასალების წარმოება, მშენებლობა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა.