რაში დაიხარჯა კოვიდ19-სთვის გამოყოფილი თანხა

2020-05-18 21:34:26

COVID19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსთავის მერიის სარეზერვო ფონდიდან 500 000 ლარი დაიხარჯა - "ინფო რუსთავს" ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

ქალაქის მერის თქმით, გამოყოფილი თანხა, ძირითადად ორ სეგმენტზე გადანაწილდა.

ესენია:

90% - საკვები პროდუქტები

10% - მედიკამენტები

ქალაქის მერიისგან სასურსათო პროდუქტებისა და მედიკამენტების სახით დახმარება სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა, მარტყოხელა დედებმა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ობოლმა ბავშვებმა, ბაღის აღსაზრდელების ოჯახებმა და იმ პირებმა მიიღეს, რომლებმაც დახმარებისთვის მერიის ცხელ ხაზს მიმართეს.