სესხის საშეღავათო პერიოდი

2020-05-10 16:15:46

როდის დასრულდება სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ბანკებში.

საინფორმაციო სააგენტო " ინფო რუსთავიმა" ბანკებს მიმართა კითხვით თუ როდის სრულდება სამთვიანი საშეღავათო პერიოდი და შესაძლებელია თუ არა, რომ სამი თვის შემდეგაც გაუხანგძლივდეთ გადახდის გადავადება მომხმარებლებს.

"საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ საშეღავათო პერიოდი მაისში სრულდება და მომხმარებელმა სესხის გადახდა ივნისიდან უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე საშეღავათო პერიოდის გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

"თიბისი ბანკი"-ს განცხადებით, საშეღავათო პერიოდი 30 ივნისს სრულდება და მომხმარებელი იმ თარიღიდან განაგრძნობს გადახდას რომელიც გრაფიკში აქვთ, ხოლო საშეღავათო პერიოდის გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

"ვითიბი ბანკი" აცხადებს, რომ საშეღავათო პერიოდის დასრულება ყველა მომხმარებელისთვის ინდივიდუალურია. ყველა მომხმარებელი განაგრძნობს სესხის პროცენტის გადახდას ბოლო გადახდიდან 3 თვის შემდეგ.

"ლიბერთი ბანკი"-ს განცხადებით საშეღავათო პერიოდი მაისში სრულდება, მომხმარებელი კი სესხის გადახდას ივნისიდან განაგრძობს. საშეღავათო პერიოდის გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო  და „თიბისი ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“ , "ლიბერთი ბანკმა" და "ვითიბი ბანკმა" სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს.