ქვემო ქართლში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-05-10 14:24:10

ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარარდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევები თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება .

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თეთრიწყაროს უკავშირდება.

დღეს ამ მუნიციპალიტეტში ვირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.

რაც შეეხება ბოლნისს, სოფელ მუშევანში კორონავირუსი 76 წლის მამაკაცს დაუდასტურა, რომელიც მძიმე პაციენტად ითვლება. მან კლინიკას სუნთქვის უკმარისობითა და გულის პრობლემებით მიმართა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით ყველა ახალი ინფიცირების წყარო ცნობილია.

ბოლო მონაცემებით ქვემო ქართლში კორონავრუსით ინფიცირების 204 დადასტურებული შემთხვევაა. ყველაზე მეტი ინფიცირებული ბოლნისშია, 121. თეთრწყაროში 51, მარნეულში 23, რუსთავში 9.

მხარეში ასევე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 47 გახდა. 26 გამოჯანმრთელებულია ბოლნისში, მარნეულშია 13, რუსთავში 8, ხოლო თეთრიწყაროში ამ დრომდე გამოჯანმრთელებული ჯერ არ არის.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები