"ბევრი მიფიქრია ამაზე და მინდა თქვენც დაფიქრდეთ. რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა, როდის არის ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის? ჩვენ ვხედავთ ხშირად რომ ყველაფერი გააჩნია, მაგრამ მდიდარი ბედნიერი არ არის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს. გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია",- ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლსა და საზოაგდოებას.
როგორც მან ქადაგებაში აღნიშნა, დღეს კაცობრიობას ურთულეს პერიოდში უწევს ცხოვრება, მაგრამ ამის გამო ადამაინმა ღმერთის იმედი არ უნდა დაკარგოს.
"ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ რომ ამის მეტი გზა არ არიას. არის! ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ კიდევ ვნახავთ სიხარულს. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა. ჩენთან არს ღმერთი! გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა!",- ბრძანა პატრიარქმა.