სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა [photo]

2020-05-10 12:51:29

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ/ზე.

არსებული ინფორმაციით, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო ავტომობილი გადავარდა.

შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა, რომელიც მაშველებმა დეფორმირებული კაბინიდან გადმოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა ეკიპაჟები.