ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყალტუბოში, თერნალის დასახლებაში.
ავტომობილი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილიდან მდინარის ნაპირზე გადავარდა, შეჯახების შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი.
დაშავებული მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.