მკვლელობა ლანჩხუთში

2020-05-09 18:14:54

მკვლელობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც მამაკაცმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.