ინფო რუსთავი დაინტერესდა თუ რა ვითარებაა რუსთავში მოწყობილ საკარანტინე ზონებში.
საინფორმაციო სააგენტომ კითხვით, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა რუსთავის საკარანტინო სივრცეები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და რამდენი რჩება ამ დრომდე რუსთავის მერს მიმართა.
"ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საკარანტინე სივრცეები ბოლო ერთი კვირის მანძილზე დატოვა 103 პირმა, ხოლო დღეის მდგომარეობით საკარანტინე სივრცეებში რჩება - 264 პირი"- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავში სამი საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, სადაც უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, ასევე ინფიცირებულების კონტაქტები და თვითიზოლაციის წესის დამრღვევი პირები 14 დღის განმავლობაში რჩებიან.