გაიაფდა თუ არა ალუჩა და მარწყვი რუსთავში

2020-05-09 16:54:19

საზაფხულო ხილის ფასი ახლა გაცილებით ნაკლებია ვიდრე თავდაპირველად.

ერთი კილო ალუჩის შეძენა სუპერმარკეტებში 7,50 ლარად შეგიძლიათ, ხოლო ბაზარში ალუჩის ფასი 3,50 ლარიდან იწყება და 6 ლარამდე მერყეობს.

ერთი კილო მარწყვის ახლანდელი ფასი სუპერმარკეტებში 9,90 ლარია, ხოლო ბაზარში 8-დან 10 ლარამდე.

შეგახსენებთ ხილის თავდაპირველ ფასს:

ერთი კილო ალუჩის ფასი სუპერმარკეტებში დაახლოებით 13 ლარიდან  15 ლარამდე იყო. რაც შეეხება ბაზარს, 1კგ ალუჩის ყიდვას იქ 10 ლარად შეძლებდით.

ერთი კილო მარწყვის ფასი საშუალოდ 12 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობდა.