ახალი რისკი ამერიკელი ხალხისთვის

2020-05-09 15:29:47

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ ამერიკაში შესაძლოა 75 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა CNN.

კერძოდ, სტატიაში საუბარია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებულმა იზოლაციამ, სამსახურების დაკარგვამ და იმის არცოდნამ, თუ როდის დასრულდება შეზღუდვები, მოსახლეობის ნაწილში სასოწარკვეთა გაზარდა, რაც ალკოდამოკიდებულებაში, ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებასა და სუიციდის მცდელობებში შეიძლება გამოიხატოს, რასაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეეწირება.

სტატიის მთავარი წყარო ორგანიზაცია "Well Being Trust-ია", რომელმაც კვლევა ჩაატარა. ამ ორგანიზაციის მთავარი საქმიანობა ამერიკელი ერის გონებრივ, სოციალურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

მათი თქმით, გაზრდილი უმუშევრობა მენტალური კრიზისის წინაპირობად შეიძლება იქცეს. ამიტომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.

"დიდი ეკონომიკური კრიზისების დროს უმუშევრობა გაზრდილ სუიციდის შემთხვევებთან და ნარკოტიკული ნივთიერებების ჭარბი დოზით მოხმარებასთან ასოცირდება",- აცხადებენ ორგანიზაცია "Well Being Trust-ში".

ორგანიზაციის თქმით, ჯერ კიდევ არ არის გვიან და შესაძლებელია ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება. ეს კი მხოლოდ  მაშინაა შესაძლებელი, თუ სწორი ნაბიჯების გადადგმა ახლავე დაიყება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები