მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-05-08 21:54:03

9 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლებელია თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 9 მაისი +16°C, 10 მაისი +15°C, 11 მაისი +21°C, 12 მაისი +22°C.