რუსთავის მერიის ინიციატივა

2020-05-08 18:12:50

რუსთავის მერიამ კიდევ ერთი სოციალური აქცია წამოიწყო. იმისთვის, რომ პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, რუსთავის 700-ზე მეტ მოსწავლეს, ქალაქის მერია ინტერნეტის საფასურს დაუფარავს. ბენეფიციარების შერჩევა, რუსთავის სკოლებიდან, ქალაქის მერიაში გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით მოხდა და იმ ბავშვებისგან დაკომპლექტდა, რომლებსაც ინტერნეტის გადასახადის გამო, დისტანციურ სწავლებაში ჩართვა უჭირდათ. ეს გადაწყვეტილება, კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად შექმნილმა სპეციალურმა საბჭომ მიიღო. პროგრამა მერის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.

კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირების პირველი დღიდან, რუსთავის მუნიციპალიტეტი საკვებით, მედიკამენტებით და ბავშვთა კვებით დახმარების პროგრამებს ახორციელებს. მიმიდნარე თვიდან, კი პანდემიის პირობებში შექმნილ სიტუაციაში ადაპტირებაში, სკოლის მოსწავლეებსაც დაეხმარება.

ინფორმაციას რუსთავის თვითმმართველობის მერია ავრცელებს.