ავარია ლეონიძის ქუჩაზე (ვიდეო)

2017-05-05 21:23:31

ავტოსაგზაო შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "მერსედესი"-ს და "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. "მერსედესის" მარკის ავტომობილში 5 პირი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვნებიც. გავრცელებული ინფორმაციით "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. ნახეთ ვიდეო.