დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ბრიფინგი გამართა და ვაქცინაციასა და აცრებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი განცხადებით, ვაქცინაცია მედიცინის ყველაზე დიდ მიღწევათა სამეულში შედის და მისი დახმარებით ასეულობით მილიონი ადამიანის გადარჩენა ხდება.
ვაქცინაციის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ყვავილის დაავადება დაასახელა, რომელიც დღეს მსოფლიოში აღარ არსებობს.
"ყვავილი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამავდროულად ყველაზე საშიში დაავადება, რომელმაც ასეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ის ყოველწლიურად 4 მილიონ ადამიანს კლავდა.
მეორეს მხრივ, ყვავილი გახლავთ ის ინფექცია, რომელის წინააღმდეგაც შეიქმნა პირველი ვაქცინა მსოფლიოში...
მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვაქცინაცია და აცრები გახლავთ მედიცინის და კერძოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელმაც დაიცვა და გაადარჩინა მილიონობით და ასეულ მილიონნობით ადამიანის სიცოცხლე და ის დღესაც იცავს ჩვენი მომავალი თაობისა და ბავშვების ჯანმრთელობას...
არ შეიძლება, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჩვენ შევაჩეროთ ჩვენი ბავშვების გეგმიური აცრები, იმიტომ რომ აცრები ჩვენს მომავალ თაობებს იცავენ სხვადასხვა ინფექციური დაავადებების განვითარებისგან",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ნუ დაუჯერებენ ანტივაქსერებს(აცრების მოწინააღმდეგეები), რადგან მას მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
მისივე თქმით, კორონავირუსის წინაარმდეგ შექმნილი ვაქცინა იქნება მთავარი და ეფექტური იარაღი მასთან საბრძოლველად.