საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა და 623 გახდა.
ასევე 13-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც დაავადების დამარცხება შეძლო.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 288 გამოჯანმრთელებულია.
„8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინის სივრციდან არის, დანარჩენი კონტაქტები არიან. ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა ახალი დადასტურებული პაციენტი და გვყავს 44 დადასტურებული შემთხვევა, აქედან უცვლელია ჩვენი პაციენტების სტატუსი, ანუ მათი ზოგადი მდგომარეობა. ერთი კრიტიკული პაციენტია, მასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით ჯერჯერობით, პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ, ამიტომ პროგნოზირება შეუძლებელია, რომ გამოვთვალოთ, მაინც კრიტიკული პაციენტია. კვლავ ერთი გვყავს მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია და ისიც ალბათ გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვში”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 623
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 288
მათ შორის გარდაცვლილი - 9
კარანტინის რეჟიმში - 4723
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3