"დისკრიმინაციულია რუსთავის ყველაზე ბოლოს გახსნა"

2020-05-07 20:15:16

დავით კირკიტაძე მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს რომ დისკრიმინაციულია თვითმმართველი ქალაქებიდან რუსთავის ყველაზე ბოლოს გახსნა.

"ჩვენი მოთხოვნაა რომ გაიხსნას ქალაქი რუსთავი თბილისთან ერთად და ნუ ქმნიან განცდას თითქოს რაიმე განსაკუთრებული ხდება აქ. ნუ აყენებენ რუსთაველებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. რუსთავის დაკეტვა ემსახურება მხოლოდ რუსთაველებისათვის ცხოვრების გართულებას და მეტს არაფერს. ქალაქში არ ხდება არაფერი განსაკუთრებული სხვა ქალაქებიდან, არ მიმდინარეობს სწრაფი ტესტირება, არაა პანდეემიის კერები.  მეორე გააუქმონ ის უაზრო რეგულაცია რომლის მიხედვიდაც მსუბუქ ავტომობილში მხოლოდ 3 მგზავრი შეიძლება რომ იჯდეს, ეს ბევრ ოჯახს უქმნის პრობლემას", - აცხადებს დავით კირკიტაძე.

შეგახსენებთ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით რუსთავი 14 მაისს გაიხსნება.