ხელოვნური ბარიერები ეზოებში

2017-05-05 20:11:30

"ინფო რუსთავს" გვერდის მკთხველმა პრობლემით მიმართა, მოქალაქის ინფორმაციით, მე-19 მიკრორაიონში მე-7 ბინის ეზოში მოსახლეობამ  გზა თვითნებურად გადაკეტა, რამაც ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

"ეზოს შესასვლელ ქუჩაზე, სადაც ახალი გზა გააკეთეს თვითნებურად რამდენიმე ადამიანმა ჩაკეტა... თუ გინდა, რომ ამ კორპუსთან მოხვიდე უნდა მოუარო, ვერ ვიგებთ რატომ? და რისთვის გვაქვს ახალი გზა" - წერს გვერდის მკითხველი.

"ინფო რუსთავმა" აღნიშნული საკითხი არაერთხელ გააშუქა, როგორც ზედამხედველობის სამსახურში გვპასუხობენ, ეს პრობლემა ქალაქის გარკვეულ ნაწილში მოაგვარეს, თუმცა დარჩენილ ნაწილში პრობლემა კვლავ აქტუალურია.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე კვირი წინ ლიფტში ხანძარი გაჩნდა, სახანძრო ეკიპაჟის ადგილზე მისვლა კი ხელოვნურად შექმნილმა ბარიერებმა შეაფერხა.