ავარიას რუსთაველი ახალგაზრდა ემსხვერპლა [video]

2020-05-07 02:25:43

რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილი ემსხვერპლა. [ვიდეო/video]

ავარიის შემდეგ მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა  თავიდანვე შეფასდა როგორც კრიტიკულად მძიმე. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

23 წლის ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავის სარაგბო კლუბ "ხარები"-ს წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში 6 მაისს, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.