ე.წ. "სტამბულის ბაზრის" აგრარული სექტორი იხსნება.
ამის შესახებ ინფორმაცია ბაზრის მენეჯერმა "ინფო რუსთავს" მიაწოდა.
მამუკა ცხოვრებაძის თქმით, ის ანგარი სადაც ხილი და პროდუქტები იყიდება მუშაობას 7 მაისის დილიდან განაახლებს.
მენეჯერის ინფორმაციით ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია რაც გასცა ჯანდაცვის სამინისტრომ და სურსათის უვნებლობის სააგენტომ.
"ბაზრის აგრარულ სექტორში მყიდველს ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით პროდუქტი შეუძლია შეიძინოს ყველაზე მისაღებ ფასად", - მამუკა ცხოვრებაძე.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა ღია სივრცეში მოწყობილი საბითუმო/საცალო ბაზრობა.