ოჯახში ძალადობის ფაქტები

2020-05-08 19:20:25

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, 2020 წლის ოჯახში ძალადობის 3 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ოჯახში ძალადობის 2707 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ქვემო ქართლში 214.

2020 წელს, ქვემო ქართლის რეგიონში, გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა:

იანვარი - 76

თებერვალი - 68

მარტი - 70

2019 წლის, იმავე პერიოდის მიხედვით, საქართველოში ოჯახში ძალადობის 2697 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ქვემო ქართლში 267.

წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყანის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა მოიმატა.