ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში ფიროსმანის ქუჩაზე.
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ინფო რუსთავის გადამღები ჯგუფი.