კორონავირუსისგან კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ასევე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც.
საქართველოში COVID-19 კიდევ 29 პაციენტმა დაამარცხა. ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269-ია.
"6 ახალი პაციენტიდან, 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და 2 საკარანტინო სივრციდან არის, ანუ ყველას წყარო ცნობილია. ისინი მოთავსდნენ სხვადასხვა კლინიკაში და უტარდებათ მკურნალობა. ჩვენთან 56 პაციენტი წევს ამ ეტაპზე, აქედან 2 არის შესაძლო შემთხვევა, რომელსაც ჩაუტარდება ტესტირება და გაირკვევა მათი მდგომარეობა, 54 გვყავს დადასტურებული შემთხვევა, 29 გამოჯანმრთელებულიდან 4 პაციენტი ჩვენია", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზიგბაიამ.
ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 610
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 269
მათ შორის გარდაცვლილი - 9
კარანტინის რეჟიმში - 5083
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 505
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3