მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

2020-05-05 18:46:27

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით ერთი ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანა შეძლეს, თუმცა დანარჩენებს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ადგილზე უკვე მისულია 5 სამაშველო ეკიპაჟი.