გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა

2020-05-05 10:03:44

საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 17-მა ადამიანმა შეძლო.

ასევე 11-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და 604 გახდა.

"გუშინ დილის მონაცემებით, გვყავდა 593 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა – 11. დღეს დილისთვის არის – 604 დადასტურებული შემთხვევა.

11 პაციენტიდან 10 არის ბოლნისის წყაროდან, ერთის წყაროს მოძიება ახლა გრძელდება. გამოჯანმრთელებული გვყავდა 223 პაციენტი, დაემატა – 17 და გვყავს 240 პაციენტი გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების შეჯამებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს, კოვიდ-ცენტრებში 355 პაციენტი მკურნალობს"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 604

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 240

მათ შორის გარდაცვლილი - 9

კარანტინის რეჟიმში - 4887

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3