გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს 02:00-დან 04:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში, მარის არხის, გაგარინის, დავით გარეჯის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
06:30-დან 07:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.