მთავრობის გადაწყვეტილებით 5 მაისიდან დასაშვებია ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა.
მთავრობის ადმინისტრაციაში მოსახლეობის კითხვებს პასუხობენ.
დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?
არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.
ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?
დიახ.
ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?
დიახ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მეთაურმა სპეციალური განცხადება გააკეთა სადაც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 5 მაისიდან ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ და ავტოსერვისი ავტომფლობელებისთვის ხელმისაწვდმი გახდება.