თბილისში პეკინის გამზირი სამი თვით გადაიკეტება. ამის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
გამზირის გადაკეტვა ზაფხულის პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულებისას , ივნისის დასაწყისში იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 15 სექტემბრამდე დასრულდება.
„ინფო რუსთავი“ იმის გასარკვევად, თუ რა მარშრუტით იმოძრავებენ რუსთავიდან თბილისში, საბურთალოსკენ მიმავალი მიკროავტობუსები კომპანია „ინტერტრანსს“ დაუკავშირდა. როგორც „ინტერტრანსში“ განგვიცხადეს, პეკინის გამზირის სრულად გადაიკეტვის შემთხვევაში, რუსთავიდან მაღლივსიკენ მიმავალი 19 ნომერი მიკროავტობუსები ალტერნატიული შემოვლითი გზით იმოძრავებენ, აღნიშნული ალტერნატიული გზა კი, სავარაუდოდ, კოსტავას გამზირი იქნება.პეკინის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია.