კორონავირუსისგან კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში COVID-19 კიდევ 2-მა პაციენტმა დაამარცხა, ხოლო დაინფიცირდა 4.
ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 593
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 223
მათ შორის გარდაცვლილი - 9
კარანტინის რეჟიმში - 5028
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
"გვაქვს 593 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 215 გვყავდა, დაგვემატა 8 და არის 223. დღეის მდგომარეობით, კოვიდცენტრებში 361 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან შემოვიდა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მყოფი პაციენტის კონტაქტია. ამ ეტაპზე ჩვენ გვიწევს 55 დადასტურებული შემთხვევა და გუშინ დაგვემატა 2 გამოჯანრმრთელებული, ჩვენი ცენტრიდან უკვე 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.