საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა

2020-05-04 00:22:54

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.

თბილისი დროით 00:04 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კმ_ში, მოხდა 4.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ინფორმაცია ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

შეგახსენებთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეშვიდე მიწისძვრაა.

აპრილის თვეში საქართველოში 6 მიწისძვრა დაფიქსირდა.