2020-05-05 19:57:58
"რუსთავსერვის ცენტრმა" #21 მიკრორაიონის, 10 ნომერში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხვადასხვა ჯიშის ნერგი გადასცა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოსახლეობას დასარგავად 22 შავი ფიჭვის, 10 ნეკერჩხალის და 8 პავლონიის ნერგი გაუგზავნეს.
"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას თქმით, ხეების მოვლაში და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოებში ჩართული არის მოსახლეობა, განსაკუთრებული ზრუნვით ტარიელ ირემაძე, მერაბ ჯამბაზიშვილი და მამუკა გელაშვილი გამოირჩევა.
"მოსახლეობამ გამოიჩინა ძალიან დიდი ყურადღება, უვლიან ნერგებს, მიმდინარეობს მორწყვის სამუშაოები, ასევე მიმდებარე ტერიტორიას თიბავენ სისტემატურად და აწესრიგებენ ეზოს. ეს არის მოსახლეობის სამაგალითო საქციელი, ამისთვის მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა გიორგი გოროზიამ.
გიორგი გოროზიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, წელს სპორტული სივრცის, ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება.