რუსთავში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის 35-მდე კონტაქტი დადგინდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 7 ახლო კონტაქტს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ, თუმცა პასუხები უარყოფითია.
ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას, თქმით ვირუსს აქვს ინკუბაციური პერიოდი, ამიტომ უარყოფითი პასუხის მიუხედავად საჭიროა დაკვირვება.
"პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სექტორი და მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა. ზოგადად სურათი ისეთია, რომ დაკვირვება უნდა გაგრძელდეს, გადაწყვეტილება მიიღება და საკარანტინე სივრცეებში გაგრძელდება მათზე დაკვირვება. როგორც ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნავს, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და მაქსიმალურად ცდილობდა შორს ყოფილიყო ოჯახის წევრებისგანაც", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.