ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

2020-05-03 12:55:45

მოზარდი, რომელსაც ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. 11 წლის გოგო ნია ბახუტაშვილია, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა.

შემთხვევა გუშინ საღამოს ნიკეას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.