ცნობილია თუ არა მამაკაცის ინფიცირების წყარო

2020-05-02 13:29:33

"რუსთაველი ახალგაზდის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ცნობილი არ არის" - ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

ქალაქის მერის თქმით, პაციენტის ახლო კონტაქტებიდან, შესამოწმებლად, 6 საკვლევი მასალაა აღებული.

"პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ დღეს გამთენიისას 3 საათზე შემოვიდა შეტყობინება. 9 საათისთვის ახლო კონტაქტი აბსოლიტურად ყველა დადგენილი იყო. 10-ის ნახევრიდან დავიწყეთ ის პროცედურები, რომელიც გაწერილია და სავალდებულოა. რაც შეეხება გარე კონტაქტებს, ამ კუთხით სამუშაოები დაწყებულია და ველოდებით ახალ ინფორმაციას. ახალგაზრდა ბიჭი, პროფესიიდან გამომდინარე, სიმპტომებთან დაკავშირებით იყო იზოლაციაში და იქცეოდა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. ახლო კონტაქტებს ყველას ანალიზები ჩაუტარდათ", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით, რუსთავის ცხელების ცენტრში ახალი რუსთავიდან გადაიყვანეს.

საინფორმაციო სააგენტოს, ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, რომ: - ამ დროისთვის ცხელების ცენტრში შემოყვანილია მამაკაცის დედა და ბიძა, ველოდებით ტესტის პასუხებს. შეზღუდული კონტაქტებია, არ არის დიდი კავშირები, ამიტომ სანერვიულო ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის.