რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

2020-05-02 11:07:25

რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი ბინიდან ქალაქის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

მამაკაცს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გაუკეთეს ტესტი და დღეს დილით გახდა ცნობილი რომ მამაკაცს კოვიდ19 დაუდასტურდა.

ახალგაზრდა თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ.