რუსთავში რამდენიმე ქუჩას დენი არ მიეწოდება

2020-05-02 01:06:06

რუსთავში შარტავას ქუჩას და მიმდებარე რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ.

ენერგო პროში ინფო რუსთავს გაცუხადეს, რომ შარტავას ქუჩაზე ერთ-ერთი ტრანსფორმატორი დაზიანდა.

ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტებისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება უმოკლეს ვადებში აღდგება.