"სახლში ისე წვიმს როგორც გარეთ" (ვიდეო)

2017-05-04 21:15:17

სახლებში რომლებსაც, რამდენიმე დღის წინ, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა, წვიმის დროს წყალი ჩადის. ბინების მეპატრონეები ადგილობრივი თვითმაართველობისგან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, სახურავის შესაკეთებლად მათთან არავინ მისულა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავები, დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, ბათუმისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე დააზიანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს მერიაში. რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ რომ, ქარისგან მიყენებული ზარალი შესწავლილია. ალეკო ნავროზაშვილის განმარტებით ზარალმა 400 000 ლარამდე შეადგინა. ინფრასტრუქტურის სამსახრმა, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას უკვე მიმართა ოფიციალური წერილით, რომელიც, რუსთავის მერიას, რეგიონალურირი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, შუამდგომლობის გაწევის თხოვნას გულისხმობს. ამ დროისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალური ხელისუფლებისგან საჭირო თანხებს ელოდება. ქალაქის მასშტაბით, სახურავი 115 მისამართზეა შესაკეთებელი. ნახეთ ვიდეო.