გაიხსნება თუ არა რუსთავის ძველი ბაზარი

2020-05-01 17:35:20

რუსთავის ე.წ ძველი ბაზრის მოვააჭრეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ბაზრის გახსნა მოითხოვეს.

ინფო რუსთავი დაინტერესდა იყო თუ არა სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლობა ადგილზე მისული და აპირებენ, თუ არა რუსთავის ძველი ბაზრის გახსნისთვის ნებართვის გაცემას.

ინფო რუსთავს კითხვებს სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა, უპასუხა.

"ბაზრის ადმინისტრაციისთვის ჩვენ მიცემული გვაქვს რეკომენდაციები და მათი მხრიდან ველოდებით შეტყობინებას, რომ შემდეგ მოხდებს ბაზრის დათვალიერება.
ჩვენ ტერიტორიაზე გუშინაც და დღესაც ვიყავით მისულები, ბაზრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციაში ვართ და მიმდინარეობს მუშაობა.

ამ დროისთვის რეკომენდაციებს არ აკმაყოფილებენ, მოსაწყობია გარე ფართი, შიდა გასასვლელები და ასე შემდეგ", - განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას მირანგულ ლიპარტენიანმა.

"ძველი ბაზრის" დირექტორი გოჩა ხუციშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "ბაზარი მზად არის რომ მუშაობა განაახლოს, გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია, მოვაჭრეები ყოველდღე ითხოვენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, თუმცა ბაზრის გახსნა ჩვენზე არაა დამოკიდებული. ვითხოვთ რომ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოვიდნენ და ბაზარი შეამოწმონ, მოგვცენ რეკომენდაციები და ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები