როდის გაიხსნება რუსთავის პარკი

2020-05-01 16:30:37

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველები ყოველდღიურად უკავშირდებიან და ქალაქის ცენტრალური რეკრეაციული პარკის გახსნასთან დაკავშირებით ეკითხებიან.

გაიხსნება თუ არა რუსთავის ცენტრალური პარკი, ამ კითხვით ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას მივმართეთ.

"როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება და მოგვეცემა საშუალება რომ ცენტრალური პარკი გავსნათ, გავხსნით აუცილებლად. თუმცა დამსვენებელმა ის წესები და რეკომენდაციები უნდა დაიცვას, რომელიც გაცემული არის" - განაცხადა ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, "ინფო რუსთავთან" საუბრისას.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით სარეკრეაციო ზონების გახსნა მეორე ეტაპზე იგეგმება, რომელიც 11 მაისიდან 26 მაისამდე უნდა შესრულდეს.

სავარაუდოთ, სწორედ ამ პერიოდში მოხდება რუსთავის პარკის გახსნაც.