რუსთავში ძველ ბაზართან აქციაა

2020-05-01 12:21:38

რუსთავის ძველ ბაზარში მოვაჭრეები აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნა ბაზრის გახსნა და სამუშაო პროცესის აღდგენაა.

ბაზარში 50-მდე მოვაჭრეა დასაქმებული, ამ დროისთვის აქციას 30-მდე ადამიანი მართავს.

ადგილზე იმყოფება "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი.