რუსთავის მუნიციპალურ თეატრში სახელოვნებო გაერთიანების ორგანიზებით მანსანკანის ნახევარფინალური ეტაპი გაიმართა. ღონისძიებას ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მან-სან-კანში რუსთავის ცხრა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე მე-10, მე-18 25-ე, 26-ე სკოლები და სკოლა „ლამპარი“ გადავიდა. გამარჯვებული სკოლა დაჯილდოვდება, კონკურსის საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენს. ორგანიზატორების განცხადებით, ფინალური ეტაპი, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაიმართება.