ახალი შენობა სასწრაფოს პერსონალს [photo]

2020-04-30 15:20:44

რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. დღეიდან პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფილიალი დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და ქალაქის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან ერთად მოინახულა. შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

შენობა ლომოურის ქუჩაზე აშენდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.