რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-04-29 23:16:59

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს 06:30-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ლეონიძის, მესხიშვილის, მარის არხის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.