რუსთავის მერია 72 აღსაზრდელს დაეხმარა

2020-04-29 18:38:52

რუსთავის მერიამ დღეს შშმ პირთა ცენტრის ბენეფიციარებს, სასურსათო პაკეტები გაუგზავნა. ცენტრის 72 აღსაზრდელს, სასურსათო დახმარებას, მუნიციპალიტეტის და  ცენტრის თანამშრომლები სახლებში მიუტანენ.

რუსთავის შშმ პირთა ცენტრს მუშაობა პანდემიის პირობებშიც არ შეუჩერებია და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბენეფიციართათვის ონლაინ მომსახურების რეჟიმზეა გადასული. აპრილის დასაწყისიდან, ცენტრის აღსაზრდელები, მათთვის აუცილებელ სერვისებს, ონლაინ სწავლების მეთოდით იღებენ. ცენტრის ბენეფიციარებს კოგნიტური და მოტორული უნარების განვითარებაში, სერთიფიცირებული  პედაგოგები ეხმარებიან, რომლებმაც  სპეციალური ტრენინგები, 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, რუსთავის მერიის დაფინანსებით გაიარეს. 

"დღეს ჩვენი ცენტრის ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები  გავუგზავნეთ. აღსანიშნავია, რომ აქ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები ეხმარებიან ბავშვებს საჭირო უნარების განვითარებაში. მათ გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები. პედაგოგების გადამზადების პროგრამაზე, მუნიციპალიტეტმა გასულ წელს იზრუნა.

მისასალმებელია, რომ დღეს არსებულ სიტუაციაშიც, ცენტრმა მუშაობა არ შეწყვიტა და  ონლაინ სწავლების მეთოდით აწვდის აღსაზრდელებს იმ სერვისს, რაც აუცილებელია მათი განვითერებისა და ინტეგრაციისთვის საზოგადოებაში", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ

რუსთავის ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს ქალაქის მერია აფინანსებს. ცენტრი, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთანაც.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს